ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით ქაცარავამ ახალი პოლიტიკური გუნდი - "ჩვენ" წარადგინა

როგორც ცნობილია, პარტიის წევრები იქნებიან: აქტივისტი ლაშა ქვლივიძე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტი ხატია ბაკურაძე, მსახიობი კახა გოგიძე, ადვოკატი მიხეილ რამიშვილი, პოლიტოლოგი გიგაშა პატარიძე.
დავით ქაცარავას თქმით, პარტიაში გაერთიანდნენ ადამიანები, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა.
"დღეს ვაანონსებთ ახალი პოლიტიკური ერთობის, ახალი პოლიტიკური ძალის ჩართვას წინასაარჩევნო კამპანიაში. აქ არის იმ ადამიანების ერთობა, რამდენად მნიშვნელოვანია დღეს საზოგადოებასთან ურთიერთობა და ამ ბრძოლაში ჩართვა. ეს ეგზისტენციალური ხასიათის ბრძოლაა. ეს არის ჩვენი გუნდის ნაწილი, თქვენ კარგად მიხვდებით, რომ ეს ადამიანები არასდროს ყოფილან ცნობილი საზოგადოებისთვის, როგორც პოლიტიკოსები, პროფესიონალები არიან თავისი საქმის, ჩვენი მიზანი არის გამარჯვება" - თქვა ქაცარავამ.

არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.