დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის
პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
„საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! “ – წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს არის ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის რიტუალის გაგრძელება და ერთგვარი გაფრთხილება სხვა ტაძრების მისამართით. მისი განმარტებით, ეს ფაქტი აღარ არის უწყინარი პერფორმანსი.
„ალბათ „ხარებას“ სპეცრაზმელები იყვნენ არა? ომია! ომი! ფასეულობებსა და ცივილიზაციებს შორის! „დავიღალე“ და „გვეშველება რამე“ მე მაინც არ გამაგონოთ. ვისაც დანებება გსურთ – დანებდით. ვისაც ცხონება და გამარჯვება, იტვირთეთ ქრისტეს ჯვარი. ჯვრიდან – არ ჩამოდიან! ჯვრიდან – გარდამოიხსნებიან! ეს არის თბილისის უძველესი ტაძარი. ეს არის ჩვენი საუკუნეებით მრავალტანჯული დედაქალაქის სიმბოლო! საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! ეს არის სატანისტური რიტუალის გაგრძელება. სასახლეზე გამოსახული ქრისტე მაცხოვრის რიტუალური დაწვის გაგრძელება. შერჩეულ იქნა უძველესი ტაძარი დანარჩენი ეკლესიებისთვის გზავნილის სახით – „მალე თქვენც მოგადგებით“. ეს აღარ არის ხუმრობა, თუ „უწყინარი“ პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა!!! მათ ენაზე რომ ვთქვათ – „ჩელენჯი“. სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის!“, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

კირცხალია ფონდ „ქართუზე“ გავრცელებულ ცრუ ინფორმაციაზე: უსუსური ტყუილია – საუბარია საქველმოქმედო ფონდზე, რომელმაც ასესხა თანხა თავის მეორე კომპანიას და იგივე კომპანია აბრუნებს უკან სიმბოლური პროცენტით, რომელი თანხაც თავისივე პროცენტით, ასევე ქველმოქმედებას უნდა მოხმარდეს

არჩილ გორდულაძე მამუკა მდინარაძის შესახებ აგორებულ პროპაგანდისტულ კამპანიაზე: რა უფრო ლოგიკურია, რამდენიმე ადამიანისგან შემდგარი აპარატი შექმნილიყო, თუ 300 კაციანი მთავრობის ადმინისტრაცია უზრუნველყოფდეს ყველა საჭიროებას