დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის “უწყინარი” პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის

დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის შეურაცხყოფაზე: ეს აღარ არის “უწყინარი” პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა – სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის
პარტია “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი ანჩისხატის ტაძრის დასავლეთ ფასადსა და კარზე კვერცხების სროლის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.
“საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! “- წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ეს არის ქრისტეს გამოსახულებიანი კუბოს დაწვის რიტუალის გაგრძელება და ერთგვარი გაფრთხილება სხვა ტაძრების მისამართით. მისი განმარტებით, ეს ფაქტი აღარ არის უწყინარი პერფორმანსი.
“ალბათ “ხარებას” სპეცრაზმელები იყვნენ არა? ომია! ომი! ფასეულობებსა და ცივილიზაციებს შორის! “დავიღალე” და “გვეშველება რამე” მე მაინც არ გამაგონოთ. ვისაც დანებება გსურთ – დანებდით. ვისაც ცხონება და გამარჯვება, იტვირთეთ ქრისტეს ჯვარი. ჯვრიდან – არ ჩამოდიან! ჯვრიდან – გარდამოიხსნებიან! ეს არის თბილისის უძველესი ტაძარი. ეს არის ჩვენი საუკუნეებით მრავალტანჯული დედაქალაქის სიმბოლო! საუკუნეები ურჯულო ტომთა ოკუპაციაში იყო თბილისი – ანჩისხატისთვის კვერცხი კი არა, კენჭი არ დაუშენია არავის! ეს არის სატანისტური რიტუალის გაგრძელება. სასახლეზე გამოსახული ქრისტე მაცხოვრის რიტუალური დაწვის გაგრძელება. შერჩეულ იქნა უძველესი ტაძარი დანარჩენი ეკლესიებისთვის გზავნილის სახით – “მალე თქვენც მოგადგებით”. ეს აღარ არის ხუმრობა, თუ “უწყინარი” პერფორმანსი. ეს არის ღმერთისა და ღვთისმშობლის გამოწვევა!!! მათ ენაზე რომ ვთქვათ – “ჩელენჯი”. სახიფათო და გამანადგურებელი მათთვის და გამოსაფხიზლებელი – ჩვენთვის!”- წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი: შეუძლია თუ არა ევროკავშირს რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება სომხეთში, თუ ბრიუსელს ერევანი მხოლოდ მოსკოვის გამაღიზიანებელის როლში აინტერესებს, რადგან თბილისმა და ბაქომ ამას უარით უპასუხეს?!

ბაჩო ოდიშარია: რეჟისორიდან დაწყებული, სპორტსმენით დამთავრებული, ყველას, ვინც თავისი ქვეყნის გულშემატკივარია, აუცილებლად ესაქმება პოლიტიკაში – ვინც ამაზე ქილიკობენ, ალბათ, მათ ყველაზე მეტად ეწყინათ ისეთი სახეების გამოჩენა “ქართული ოცნების” გუნდში, რომელთაც დიდი ამაგი ჰქონდათ ქვეყნის წინაშე და დიდი ავტორიტეტი გააჩნდათ