ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით საყვარელიძე: ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება

ვერც კი წარმოიდგენთ, როგორ ელოდება ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას, ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება
საქართველოსა და უკრაინის გენერალური პროკურორების ყოფილი მოადგილე დავით საყვარელიძე აცხადებს, რომ ქართული საზოგადოება ქართველი ზელენსკის გამოჩენას ელოდება.
გადაცემაში „განსხვავებული ადამიანები“ დავით საყვარელიძეს კითხვა დაუსვეს, სად არის ქართველი ზელენსკი, რაზეც საყვარელიძემ აღნიშნა, რომ „ჯერჯერობით არ არის“, თუმცა ქართული საზოგადოება ასეთი ადამიანის გამოჩენას ელოდება. მისივე თქმით, იმედოვნებს, რომ ეს მალე მოხდება.
„ველოდებით. ვერც კი წარმოიდგენთ, თუ როგორ ელოდება ქართული საზოგადოება და ჩვენ ყველა, რომ ასეთი ადამიანი გამოჩნდეს. ვიმედოვნებ, ეს ძალიან მალე მოხდება“, – განაცხადა დავით საყვარელიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.