ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით მათიკაშვილი ხატია დეკანოიძეზე - მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის

მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ [ხატია დეკანოიძე] უფრო ადევნებს ალბათ თვალყურს და კარგად იცის, - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატს ხატია დეკანოიძეს, რომელმაც პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, რომ რუსეთის საინფორმაციო სააგენტოები ძალიან კარგად შეაფასებენ ირაკლი კობახიძის გამოსვლას.
როგორც დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, შეგნებულად არ უნდათ გაიგონ ის სიტყვები, რომელიც 15 ნაბიჯის დაშორებიდან ითქვა.
„ქალბატონი ხატია თუ იქნებოდა, უფრო მოისმენდა ჩემს ნათქვამს. მე არ ვიცი რუსულ პრესაში და მედიაში რას წერენ, თვითონ ადევნებს ალბათ უფრო თვალყურს და კარგად იცის, მაგრამ მე კარგად გავიგე ის ნათქვამი, რაც მას არ სურდა რომ გაეგო. აქ იყო საუბარი იმ ღალატზე რომელიც 2008 წლის ომის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებამ ევროპარლამენტში იმ რეზოლუციაზე ხელმოწერით ჩაიდინა, სადაც პირდაპირ ეწერა, რომ ქართულმა მხარემ მძინარე ცხინვალი დაბომბა და დაიწყო მსხვილმასშტაბიანი შეიარაღებული კონფლიქტი ცხინვალში“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.