დავით ზურაბიშვილი: …თორემ ბიძინა უკვე იცინის, იცინის, კვდება სიცილით

“ბოლოს ისე მოხდება, რომ ოპოზიციის მნიშვნელოვანი ნაწილი მიიღებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას, მეორე მნიშვნელოვანი ნაწილი კი ბოიკოტს გამოაცხადებს. მერე ვინც ბოიკოტს გამოაცხადებს, ისინი არჩევნებში მონაწილეებს შერაცხავენ კოლაბორაციონისტებად, ბიძინას მონებად და განუკურნებელ ქოცებად, ხოლო არჩევნებში მონაწილეები კი ბოიკოტისტებს შერაცხავენ ბიძინას მიერ მოსყიდულებად და სასარგებლო იდიოტებად. ამასობაში ბიძინა არჩევნებს მოიგებს წყნარად, გაყალბების გარეშე და ლეგიტიმურად, რასაც ბოიკოტისტები დააბრალებენ არჩევნებში მონაწილეებს, ხოლო არჩევნებში მონაწილეები ბოიკოტისტებს, დასავლეთში კი იტყვიან, ესენი საერთოდ ვერ არიან ჯანზე და თუ მაინცა და მაინც გიჟებიდან უნდა ავირჩიოთ, ისევ იმათთან ჯობია დავიჭიროთ საქმე, ვინც რეალურ ძალაუფლებას ფლობსო და ასე მორჩება მთელი ეს ჯაზი.
მთელი ცხოვრება გამოუსწორებელი ოპტიმისტი ვარ და პესიმისტური პროგნოზები პრინციპულად არ მჩვევია, მაგრამ დღევანდელი სიტუაციიდან და განწყობებიდან გამომდინარე სხვა პერსპექტივა არ ჩანს.
ამიტომ სანამ ჯერ კიდევ გვიან არ არის, მთავარი ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო აქტივისტები მცირე ხნით მაინც გავიდნენ კულუარებში და არასაჯაროდ, კამერების გარეშე რამენაირად შეჯერდნენ საერთო და შედარებით ნაკლებად დამანგრეველ (მეტს აღარც ვჩივი) პოზიციაზე, თორემ ბიძინა უკვე იცინის, იცინის, კვდება სიცილით,” – წერს პოლიტოლოგი დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.

ასევე დაგაინტერესებთ

თორნიკე გოშაძე: არც დანაშაულის აღიარების მეშინია და არც სინანულის გამოხატვის მრცხვენია, მაგრამ ამისთვის ერთი მთავარი რამ არის საჭირო – დანაშაული, რომელსაც მაბრალებენ, უნდა მქონდეს ჩადენილი

მიხეილ სააკაშვილი პატრიარქ შიო III-ს: მსურს გისურვოთ ღირსეულად გაგეგრძელებინოთ პატრიარქ ილია II-ის გზა, გამკლავებოდით თანამედროვეობის სულიერ გამოწვევებს, გაგეძლიერებინოთ ეკლესია, გადაგედგათ ნაბიჯები რუსული გავლენის და ნარატივების აღმოფხვრისთვის