ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის

ბიძინა ივანიშვილთან იმ ქვეყნის ელჩი ითხოვს შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი- ეს სანქცია რომ შანტაჟის იარაღი იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით რომ რჩება, ელაპარაკები, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის
„სანქციები დაუწესეს. ახალი ადმინისტრაცია არაფერს შვება ახალს. რჩება რაც იყო ის მოცემულობა. დასანქცირებულ ადამიანთან, ბატონ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვს იმ ქვეყნის ელჩი შეხვედრას, რომელსაც დასანქცირებული ჰყავს ეს ადამიანი“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ აშშ-ს საელჩოს განცხადებაზე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის საპასუხო განცხადების შესახებ.
მდინარაძის თქმით, რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი.
„რა უნდა ელაპარაკოს. ვერსიების დონეზე რომ გავიაროთ. რაც არ უნდა ელაპარაკოს და რაც არ უნდა პასუხი მიიღოს, ყველაფერს შესაძლოა ერთი ვერსიის თანახმად დაერქვას სახელი, რომ ეს ასე იმიტომ უპასუხა, რომ სანქციების ფაქტორი იყო ერთ-ერთი დომინანტი.
ჩვენ ვიცით, რომ რა თქმა უნდა, ასე ბიძინა ივანიშვილი არ უპასუხებს, მას შანტაჟით რომ ვერავინ აშინებს, იმიტომ კი არა, რომ ჩვენ სუბიექტურები ვართ ამ ადამიანების მიმართ, იმიტომ, რომ ობიექტურად ეს არის ადამიანი, რომელსაც სანქციებით კი არა, ვერაფრით აშინებენ, ეს წლების გამოცდილებამ გვაჩვენა ძალიან კარგად. შანტაჟი, მუქარა და მსგავსი საკითხები ამ ადამიანზე არ ჭრის, არც მის ქართველობაზე ჭრის, არც მის პატრიოტიზმს ვერაფერს აკლებს და დგას თავის სიმაღლეზე ყველა დროში და ყველა მოცემულობაში. მაგრამ თავად ხომ ამას ფიქრობს და ესეც გამოხატა წერილში, რომ რაც არ უნდა ვთქვაო, რაც არ უნდა გავაკეთო, შეიძლება ვიღაცამ ამას მიაწეროს. თვითონ შანტაჟის გავლენით არაფერს რომ იტყვის ვიცით, მაგრამ ხომ აუცილებლად ამაზე ასე ილაპარაკებენ. ერთი მიმართულება ამ თემი ეს არის. პირობითად, მიდიხარ დასანქცირებულ ადამიანთან და ეს სანქცია შანტაჟის იარაღი რომ იყო და დღეს ეს შანტაჟის იარაღი ძალაში იგივე მოცემულობით, იგივენაირად რომ რჩება, ელაპარაკები, შესაბამისად, სწორი მიდგომა საკითხის მიმართ უკვე არ არის. ეს იყო წერილში გადმოცემული“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
Previous: ბიძინა ივანიშვილმა მკაფიოდ, მკაცრად და პრინციპულად დააყენა საკითხი – პირად ინტერესებს არასდროს აურევს სახელმწიფოებრივში და არასდროს დააყენებს საკუთარ კეთილდღეობას, საქართველოს უსაფრთხოების საპირწონედ

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები