არქივი24 მაისი, 2025, 14:48
დავით ზურაბიშვილი: ერთ-ერთ უნივერსიტეტში აქტივისტ სტუდენტებს გამოკრული აქვთ ხელისუფლების ცოდვა-ბრალის ჩამონათვალი. მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი...

"ერთ-ერთ უნივერსიტეტში აქტივისტ სტუდენტებს გამოკრული აქვთ ხელისუფლების ცოდვა-ბრალის ჩამონათვალი. ერთ ბანერს აწერია "მურუსიძის სასამართლო", მეორეს "რუსული პროპაგანდა", მესამეს "სინდისის პატიმრები" და ა. შ., არის ცოტა უფრო დაკონკრეტებულიც, მაგალითად "კობახიძის განცხადება ევროინტეგრაციაზე" და "პაპუაშვილის რუკიდან გამქრალი ტერიტორიები", მაგრამ მე პირადად ყველაზე მეტად მომწონს ერთი ბანერი, რომელსაც აწერია ერთადერთი სიტყვა: "ყაველაშვილი!"
აი, ყველაფერი რომ გასაგებია ეგრევე და განმარტებაც აღარ უნდა," - წერს დავით ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.