არქივი18 ოქტომბერი, 2025, 20:02
დავით გიუნაშვილი: პატივცემულო, მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი. რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო

„პატივცემულო, მე ვარ სამაჩაბლოდან დევნილი. რუსებმა დამიწვეს სახლი და ვაპროტესტებდი მაგის გამო", - ამის შესახებ აღკვეთის ღონისძიების განსაზღვრის პროცესზე ბრლადებულმა დავით გიუნაშვილმა განაცხადა.
მას პროკურატურა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.
ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლო 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული 5 პირის, მარიამ მეყანწიშვილის, დავით გიუნაშვილის, იური ლომიძის, თემურ ქურციკიძის, გიორგი ტალახაძის პროცესი მიმდინარეობს.
პროკურატურა 4 მათგანისთვის პატიმრობას, ხოლო მარიამ მეყანწიშვილისთვის გირაოს მოითხოვს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 18 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.