ადვოკატი – დავით გიუნაშვილი 70 წელს მიღწეულია, დევნილი, ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღია – დავით ღურცკაიას კი, რომელსაც 3 წლის ბავშვი ჰყავს, დილის 5 საათზე შეუვარდნენ, ისიც ამბობს, რომ მისი მხრიდან ძალადობა არ ყოფილა – ბრალი არ ვიცით

კონვეიერული მიდგომით არიან დაკავებულები და შესაბამისად, არც ბრალი არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული და არც საქმის მასალები გვაქვს,- ამის შესახებ თბილისში 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების დავით ღურცკაიასა და დავით გიუნაშვილის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა განაცხადა.
მისი თქმით, დაკავებულებს არანაირ ძალადობაში მონაწილეობა არ მიუღიათ.
„ჩვენთვის უცნობია თუ რა იქნება ბრალი, ან როდის მიმართავენ სასამართლოს. რაც შეეხება დავით გიუნაშვილს, ის არის 70 წელს მიღწეული კაცი, რომელიც ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებული დევნილი, რომელიც რუსულ რეჟიმს აპროტესტებდა და დგას ყველა პროევროპულ აქციაზე. ის მშვიდობიანი აქციის მონაწილეა, არანაირ ძალადობაში მას მონაწილეობა არ მიუღია, არანაირი სტრატეგიული ობიექტის დაკავებაში მას მონაწილეობა არ მიუღია. მშვიდობიანად აპროტესტებდა ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
რაც შეეხება დავით ღურცკაიას, რომელსაც 3 წლის ბავშვი ჰყავს, დილის 5 საათზე შეუვარდნენ სახლში. ისიც ამბობს, რომ არანაირი ძალადობა არ განხორციელებულა მისი მხრიდან. განმარტავს, რომ აპროტესტებს ქვეყანაში არსებულ ვითარებას.
ველოდებით ბრალდებას, თუ რა მუხლით დაიწყება გამოძიება. კონვეიერული მიდგომით არიან დაკავებულები და შესაბამისად, არც ბრალი არ ვიცით, რა მუხლით არის დაკავებული და არც საქმის მასალები გვაქვს”,- განაცხადა გიორგი გელხაურმა.
ცნობისთვის, სამართალდამცავებმა 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, რამდენიმე აქტივისტი დააკავეს.
დაკავებულებს შორის არიან, მარიამ მეყანწიშვილი, დავით გიუნაშვილი, სიმონ მახარაძე, დავით ღურწკაია, გიორგი ტალახაძე, გია თოლორაია, მიხეილ თოლორაია და თემურ ქურციკიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი კობერიძე: მშობლების მხრიდან ბავშვების წამალთან დაკავშირებული დახმარების თხოვნა, მოწყალების ძიება კი არ არის, არამედ ჩემი, შენი, მათი და ყველას მიერ გადახდილი და შექმნილი ბიუჯეტიდან დახმარების მოთხოვნაა

ალექსანდრე რაქვიაშვილი: კობახიძემ 6 თვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ფასების ზრდაზე ეროვნული ბანკია პასუხისმგებელი, მაგრამ, რადგან თვითონ ეკონომიკის აზრზე არაა, ეროვნული ბანკის აფერისტებმა აშკარად დააგოიმეს…