ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით გამყრელიძე დაბრუნდა

კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ საარჩევნო შტაბი გახსნა, რომელსაც დავით გამყრელიძე უხელმძღვანელებს. აღნიშნულის შესახებ საარჩევნო შტაბის გახსნის ღონისძიებაზე „ძლიერი საქართველოს“ წევრმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
„მიხარია, რომ პლატფორმა „ძლიერი საქართველო“ იზრდება ყოველდღიურად და რაც მთავარია, ხარისხიანად. დღეს მინდა, კიდევ ერთი სიახლე შეგატყობინოთ, როგორც ხედავთ, ჩვენ გადმოვედით ახალ ტერიტორიაზე, ახალ სივრცეში, რომელსაც ჰქვია ჩვენი საარჩევნო შტაბი.
მინდა, წარმოგიდგინოთ ჩემი დიდი ხნის მეგობარი, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა იქ, სადაც ქვეყანას სჭირდებოდა, ადამიანი, რომელსაც არასდროს, არცერთი კრიტიკული სიტუაციის დროს არ დაუფიქსირებია ნეიტრალური სიტუაცია, ადამიანი, რომელიც ყოველთვის იდგა ჩვენი ქვეყნის ბრძოლის წინა ხაზზე, სერიოზული პროფესიონალი, გამოცდილი ადამიანი. მინდა, პირადად გადავუხადო მას მადლობა, რომ ამ ბრძოლაში ითავა, ჩვენი საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი გამხდარიყო. მინდა, მივესალმოთ დავით გამყრელიძეს“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.