ოპოზიციის შეშინებული სახეა გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა, რომლებმაც აღიარეს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა აიღოს

ოპოზიციის შეშინებული სახეა გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა, რომლებმაც აღიარეს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა აიღოს
გიორგი სიორიძეს, დავით კირთაძეს და დავით ჯინჯოლავას ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე პოლიტიკური კრუნჩხვები დამართვიათ,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი წერს.
მისი თქმით, გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა ოპოზიციის შეშინებული სახეა, რომლებმაც აღიარეს, რომ ოპოზიცია არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა აიღოს.
„არ მიკვირს, რადგან ასე ხდება, როცა არჩევნებთან ერთად ცესკოს გარე პერიმეტრზე გალავანი გაშინებს და ლოგიკურია, პოლიტიკური შინაარსის ველიდანაც გადიხარ, რადგან ზუსტად იცი, რომ „ღობის” სიმაღლეზე ნაკლებ პროცენტს აიღებ.
ოპოზიციის შეშინებული სახეა გიორგი სიორიძე, დავით კირთაძე და დავით ჯინჯოლავა, რომლებმაც ცესკოს სხდომაზე შიშნარევი ტონით ოპოზიციის ზრახვა ვერ დამალეს და აღიარეს, რომ ოპოზიცია 2020 წლის არჩევნების შემდგომი დღის მსგავსად, ახლაც, 2024 წლის არჩევნების წაგების შემდეგაც, არჩევნების მეორე დღისთვის ემზადება და ღიად სურს ცესკოს შენობა პირდაპირი მნიშვნელობით აიღოს.
26 ოქტომბერი იქნება პოლიტიკური ვერდიქტი, რომელსაც დიდი ფულით ნაყიდი რევოლუციური სცენარი ვერ შეცვლის!
ამომრჩეველი ხმას მისცემს მშვიდ, სამართლიან და თავისუფალ გარემოში! „ქართული ოცნება” ხალხის ნებით დამსახურებულ გამარჯვებას გაიფორმებს და ოპოზიციის მონაწილეობით შემოდინებული ფულით ნაყიდ ხელოვნურ რყევებს ხალხთან ერთად ქართული სახელმწიფო უპრობლემოდ გაუძლებს!
მისი უდიდებულესობა ამომრჩეველი დაუძინებელი მეგობრების მიერ შეკვეთილი დღის წესრიგით აღარასოდეს იმოქმედებს და თქვენზე პოლიტიკურთან ერთად მორალურადაც დამაჯერებლად გაიმარჯვებს!“, – წერს .

ასევე დაგაინტერესებთ

ტაჯიკეთის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრაზე – დღეს გადადგმული ნაბიჯები ნამდვილად შექმნის იმის საფუძველს, რომ ორ ქვეყანას შორის შემდგომში კიდევ უფრო განვითარდეს ურთიერთობები სტრატეგიულად

ირაკლი კობახიძე – ტაჯიკეთის რესპუბლიკაში პირველი მაღალი დონის ვიზიტის ფარგლებში შევხვდი პრეზიდენტ ემომალი რაჰმონს, დელეგაციებთან ერთად პროდუქტიული დისკუსია გავმართეთ ვაჭრობის, ტრანსპორტის, დაკავშირებადობისა და საერთო ინტერესების სხვა სფეროებში თანამშრომლობის გაფართოებაზე

ვარლამ ლიპარტელიანი: გამორჩეული შეხვედრა იყო იმით, რომ ახალგაზრდებმა ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რაც მათთვის მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ განსაკუთრებული შეხვედრა იქნება თბილისში