დავით ბერძენიშვილი: ისვრის ბადეს ბიძინა ივანიშვილი და … არ გამიკვირდება ამ ბადეში კალაძეც მოექცეს

ისვრის ბადეს და თუ მოჰყვება ერთი-ორი ღლავი, ის იქნება კორუმპირებული , – ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ დამფუძნებელმა, დავით ბერძენიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა. ამით ბერძენიშვილმა შეაფასა გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციის შეამოწმებს.
ს განცხადებით, ივანიშვილმა პოლიტიკაში დაბრუნების მიზეზებზე საუბრისას, კორუფციაზე ისაუბრა, ამიტომა ივანიშვილმა „უნდა გაამართლოს მისი დანაპირები მესამედ მოსვლისას“.
„ყველაფერი, რაც საქართველოს ხელისუფლებაში ხდება, ექვემდებარება არა ფორმალურ და მოქმედ პრემიერ-მინისტრად მომუშავე ადამიანს, ან ვინმე სხვას, არამედ ექვემდებარება მათი კომპარტიის საპატიო თავმჯდომარეს. ერთადერთი და განუმეორებელი პარტია უნდა, რომ იყოს საქართველოში – წინ კომუნიზმისკენ, წინ საბჭოურობისკენ. ეს არის პოსტსაბჭოური, 90-იანი წლების ყველაზე უფრო ბნელი ვერსიების დამპირებელი, ბიძინა ივანიშვილის ხაზი. ისვრის ბადეს ბიძინა ივანიშვილი და თუ მოჰყვება ერთი-ორი ღლავი, მოჰყვება, ვისაც დააპირებს ბიძინა ივანიშვილი, ის აღმოჩნდება კორუმპირებული. თუ ისე იქნება, რომ ბადეს ისვრიან და ამდენ ადამიანს, მთელს ხელისუფლებას შეამოწმებენ, იტყვიან, რომ „ყველა სუფთაა, კორუფცია არ არსებობს“, მაშინ რისთვის დაბრუნდა ივანიშვილი? – ივანიშვილმა უნდა გაამართლოს მისი დანაპირები მესამედ მოსვლისას. ის ხომ მიდის-მოდის, მიდის-მოდის, ერთხელაც აღარ მოვა. მე ვფიქრობ, ეს მისი ბოლო მოსვლაა და წასვლა აღარ შეიცვლება კვლავ მოსვლით.
ივანიშვილმა იცის, რომ საარჩევნო წელია, ევროკავშირის წევრობის კანდიდატ საქართველოში იქნება ბევრი ევროპა, ბევრი მონიტორინგი. ასეთ ვითარებაში მას, რა თქმა უნდა, სჭირდება ხელისუფლობა, ამისთვისაა დაბრუნებული. ვიცით, რისთვის მოვიდა – მთავარი და არსებითი მოტივია, შეინარჩუნოს ხელისუფლება. ვნახოთ, როგორ გამოიყენებს მის ამ წამოწყებას“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.
დავით ბერძენიშვილის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილის მიერ „გადაგდებულ ბადეში“ შესაძლოა დედაქალაქის მერი, მოხვდეს, რადგან ერთადერთი პოლიტიკაზე პრეტენზიის მქონე პირია „ქართულ ოცნებაში“.
„როგორც ჩანს, ეს ერთ-ერთი ინსტრუმენტია ივანიშვილის არსენალში. რომელ ირაკლის შესწირავს, არცაა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. მთავარია, რომ ივანიშვილის ხელისუფლებაა ქვეყანაში. დამყაყდა ეს ხელისუფლება, ივანიშვილი ცდილობს ფსევდო განახლებას, მაგრამ განახლების რესურსი არ აქვს. მისი პოლიტიკური ძალა აღარ არის პოლიტიკური, ის არის დამყაყებული და პოლიტიკისგან დაცლილი, ამიტომ მას შესაწირიც კი ბევრი აღარავინ დარჩა. თუკი ვინმე რაიმეს ფართხალებს და ყველაზე უფრო შეშინებულია, მგონი, ეს ა. კალაძე თბილისის არჩეული მერია, რაღაც პროექტები წარმატებული გამოუვიდა, სხვა წარუმატებელი. წერეთლის გამზირის საკითხმა შეიძლება იმაზე მძიმედ დაარტყას კალაძეს, ვიდრე ერთ შეხედვით ჩანს. მკვდარია ეს პოლიტიკა, მაგრამ რაც დარჩა ივანიშვილს, ეს დარჩა. ერთადერთი პოლიტიკაზე პრეტენზიის მქონე, თანამდებობაზე პირდაპირაა არჩეული მხოლოდ კახი კალაძეა. დანარჩენი წკიპურტებით გასაშვებია მარტივად. ივანიშვილს არ უყვარს რაიმე კონკურენციის აზრების მატარებელი ფიგურა. არ ვამბობ, რომ მაინც და მაინც კალაძეს დაადებს ხელს, მაგრამ არ გამიკვირდება ამ ბადეში კალაძეც მოექცეს“, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ