არქივი24 ივნისი, 2025, 13:25
დავით ბეჟუაშვილმა ყველაზე დიდი უკრაინული სახელმწიფო სამშენებლო კომპანია, 20 მლნ დოლარად იყიდა

უკრაინული სახელმწიფო სააქციო საზოგადოება „სამშენებლო კომპანია „უკრბუდის“ აქციები, რომლის სახელიც დედაქალაქში პრობლემური მშენებლობის გამო გახდა ცნობილი, კომპანია Petro oil and chemicals-მა იყიდა, ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, კომპანია Petro oil and chemicals-ი წარმოადგენს ბიზნესს კვიპროსულ-ქართული ფესვებით.
Petro oil and chemicals-ის მფლობელი ცნობილი ქართველი ბიზნესმენი დავით ბეჟუაშვილია.
მედიის ინფორმაციით, დავით ბეჟუაშვილის კომპანიამ „უკრბუდში“ 805 მლნ გრივნა, დაახლოებით 20 მლნ დოლარი გადაიხადა.
ვრცლად: news.telegraf.com.ua
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 24 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.