ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავით არახამია - არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ შემდგარა, უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება

დავით არახამია - არჩევნების მზადებასთან დაკავშირებით არანაირი შეხვედრა არ შემდგარა, უკრაინაში არანაირი არჩევნები არ მზადდება

უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ თავმჯდომარე, დავით არახამია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში არჩევნებისთვის მზადებასთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართა.
არახამიამ უკრაინულ მედიასთან საუბარში განმარტა, რომ მსგავს შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია და ასეთი შეხვედრა საერთოდ არ შემდგარა.
„არანაირი არჩევნები არ მზადდება, არანაირი მზადება არ მიმდინარეობს. საპარლამენტო პარტიები და ჯგუფები შეთანხმდნენ, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საომარი მდგომარეობის გაუქმებიდან ექვსი თვის შემდეგ. პრინციპში, ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა", - აღნიშნა არახამიამ.
ცნობისთვის, გამოცემა The Economist-მა 30 მარტს გაავრცელა ინფორმაცია, რომ არჩევნები უკრაინაში, შესაძლოა, ივლისში ჩატარდეს და რომ პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამ საკითხთან დაკავშირებით შეხვედრა მოიწვია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 აპრილი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.