არქივი11 იანვარი, 2024, 09:21
დავითულიანი დებატებზე: ივანიშვილის პოლიტიკური წონა განუზომლად დიდია, ვიდრე სხვა ფიგურის
ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკური წონა საქართველოსა და პოლიტიკურ ველზე არის განუზომლად დიდი, ვიდრე ნებისმიერი სხვა ფიგურის. შესაბამისად, ნებისმიერ ოპოზიციონერ პოლიტიკოსს სურს, ამ დებატში რამენაირად შევიდეს, რომ თავისი პოლიტიკური რეიტინგი და წონა აწიოს. მე არ მგონია, რომ ივანიშვილს გიორგი გახარიასთან რაიმე სადებატო ჰქონდა.
თქვა ქართული ოცნების დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა. პარტია საქართველოსთვის ლიდერმა და ყოფილმა პრემიერმა, გიორგი გახარიამ ქართული ოცნების ახლად არჩეული საპატიო თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი დებატებში გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.