ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავითაშვილი შეთავაზებებს განიხილავს - გადავა თურქულ გრანდში?

თურქული მედიის ცნობით, საქართველოს ნაკრებისა და „სენტ-ეტიენის“ ნახევარმცველ ზურიკო დავითაშვილით სუპერლიგის წამყვანი კლუბები არიან დაინტერესებული.
t24 Sözcü-ზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ზაფხულში „ბეშიქთაში“ ამაოდ ეცადა დავითაშვილის დამატებას, თუმცა არ დანებდება და ქართველის გადაბირებას ისევ შეეცდება, რომელსაც ორივე ფლანგზე და ცენტრშიც შეუძლია თამაში, მაღალი შედეგიანობით გამოირჩევა და ფრანგულ კლუბთან კონტრაქტით 2028 წლის ივლისამდეა დაკავშირებული.
მისი სატრანსფერო ფასი 10 მილიონი ევროა, ამ სეზონში კი 12 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა. აღნიშნულია, რომ ქართველის შეძენის სურვილი აგრეთვე „ფენერბაჰჩეს“ და „ტრაპზონსპორს“ აქვთ.
„ფანატიკი“ წერს, რომ ზურიკო „სენტ-ეტიენის“ ლიგა 1-ში დაბრუნებას ცდილობს, რის შემდეგაც შეთავაზებებს განიხილავს და „ბეშიქთაში“ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 მარტი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.