ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დავესწრები, ამბავს გამოვიტან და გეტყვით, მართლა სამუშაო შეხვედრაა ეს თუ მოფერებით ეძახიან სამუშაო შეხვედრას - იაგო ხვიჩია

"გირჩის" წევრის, იაგო ხვიჩიას განცხადებით, ის 9 რეკომენდაციის შესასრულებლად შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრებს დაესწრება.
მისი განმარტებით, ის იტყვის მართლა სამუშაოდ იკრიბება ეს ჯგუფი, თუ უბრალოდ, მოფერებით ეძახიან სამუშაო შეხვედრას.
"არ ვიცი სამუშაო ჯგუფი საერთოდ იმუშავებს თუ არა, მაგრამ რასაც სამუშაო ჯგუფს დაარქმევენ, მე იმ შეხვედრას დავესწრები. ამბავს გამოვიტან და გეტყვით, მართლა სამუშაო შეხვედრაა ეს თუ, როგორ ადრე გითხარით, მოფერებით ეძახიან სამუშაო შეხვედრას", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: rustavi2.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.