არქივი1 დეკემბერი, 2023, 15:14
"დავბრუნდები პოლიტიკური გავლენებისგან თავისუფალი პლატფორმიდან" - რუსა შელიამ "იმედი" დატოვა
ჟურნალისტმა რუსა შელიამ ტელეკომპანია იმედი დატოვა. შელია იმედის ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტად მუშაობდა, მანამდე კი რამდენიმე გადაცემის წამყვანი იყო.
"არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე!", - წერს შელია ფეისბუქზე.
არქივის შესახებპირველწყარო: formulanews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.