ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან" | ჟურნალისტმა რუსა შელიამ "იმედი" დატოვა

ტელეკომპანია "იმედი" ჟურნალისტმა, რუსა შელიამ დატოვა. ინფორმაცია მან ფეისბუქ გვერდზე გაავრცელა და დაწერა, რომ დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან დაბრუნდება:
"არც ისე ცოტა ხანია ამ დღეს ველოდები! სათქმელი ნამდვილად ბევრი დაგროვდა, თუმცა ახლა მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ ვრჩები ჩემ პროფესიაში და მალე აქტიურად დავბრუნდები დამოუკიდებელი და პოლიტიკური გავლენისგან თავისუფალი ახალი მედია პლატფორმიდან! წარმატებები ჩვენ ქვეყანას დასავლურ გზაზე! " წერს შელია.
შელია "იმედის" ვაშინგტონის ბიუროს ჟურნალისტად მუშაობდა.

არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.