არქივი16 იანვარი 2024, 08:26
დადასტურდა საქართველოს მოქალაქის დაღუპვის ფაქტი – საგარეო ბაქოში მომხდარ ხანძარზე
ბაქოში, ხანძარში დაღუპულთაგან ერთ-ერთი საქართველოს მოქალაქეა. ტაბულას ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
"დადასტურდა საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტი. საქართველოს საელჩო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში კავშირზეა დაღუპულის ოჯახის წევრებთან". – უთხრეს ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში.
15 იანვარს ბაქოში, ახუნდოვის ქუჩაზე მდებარე სახელოსნოში აფეთქება მოხდა. შემთხვევის დროს დაიღუპა სულ მცირე 6 და დაშავდა 24 ადამიანი.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 იანვარი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.