ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დაგეგმილი სამუშაოების გამო, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია

დაგეგმილი სამუშაოების გამო, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება - თბილისის მერია

მთაწმინდის რაიონში, პავლე ინგოროყვას შესახვევისა და ზურაბ ჟვანიას ქუჩის კვეთაზე შპს „თბილსერვის ჯგუფი“ სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციას იწყებს - ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
„დაგეგმილი სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 11 სექტემბრის 09:00 საათიდან 13 სექტემბრის ჩათვლით, პავლე ინგოროყვას ქუჩის შესახვევში საავტომობილო მოძრაობა სრულად შეიზღუდება.
შეზღუდვის პერიოდში საგზაო მოძრაობა შესაძლებელი იქნება ზურაბ ჟვანიასა და მიხაი ზიჩის ქუჩების გამოყენებით“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.