დაბალი ბარიერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქვეყნის ინტერესებისთვის – მიხეილ სარჯველაძე

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები ამბობენ, რომ საარჩევნო ბარიერის დაწევა და ბევრი პარტიის პარლამენტში შესვლა, ამ ეტაპზე მხოლოდ პოლარიზაციას გაამწვავებს. “ქართულ ოცნებაში” ღიად აფიქსირებენ, რომ 5-პროცენტიანი ბარიერი არ შეიცვლება და საკითხის განხილვას არ ექვემდებარება. საპარლამენტო უმრავლესობა ოპოზიციას ძალების გაერთიანებისკენ მოუწოდებს.
“ერთი მხრივ, ისინი ამბობენ, რომ არიან სათანადოდ ძლიერი ბარიერი გადალახონ და, შესაბამისად, აქვთ ამბიციური გეგმები. მეორე მხრივ კი, ისინი ითხოვენ ბარიერის დაწესებას. რასაკვირველია, ყველა კარგად ხვდება, რომ აქვთ პრობლემა ცალკეულ პოლიტიკურ პარტიებს, რომლებიც არიან ზედმეტად ანგაჟირებულები ხშირ შემთხვევაში. აქვთ ამბიციური მოთხოვნები, რომლის უკანაც რეალურად არავითარი შესაძლებლობა არ დგას.
დაბალი ბარიერი იქნება მხოლოდ და მხოლოდ კონტრპროდუქტიული ქვეყნის ინტერესებისთვის,” – განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მ.
“იმან, რომ საქართველოს პარლამენტში შემოვიდა 12 ოპოზიციური პარტია, გამოიწვია პოლარიზაცია და არაა დეპოლარიზაცია. ისე, წარსულში ყველა ეს პარტია იბრიქებოდა, რომ მათ არანაირი პრობლემა არ აქვთ ბარიერის გადალახვის და ახლა რამ შეაშინათ, არ ვიცი. საერთო ენა გამონახონ და მოიქცნენ ისე, როგორც მოიქცა “სტრატეგია აღმაშენებელი”. მიხვდა, რომ მარტო ვერ გადაკვეთდა ვერცერთ პროცენტიან ბარიერს და შეუერთდა “ნაციონალურ მოძრაობას,” – აღნიშნა პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მ.

ასევე დაგაინტერესებთ

ამიტომ არის, რომ ევროკომისიის პრეზიდენტი, რომელიც მეორეჯერ აპირებს კენჭისყრას მომავალ არჩევნებში, საკუთარი გამარჯვებისთვის საკვანძო საკითხად უცხოური ჩარევის აკრძალვის კამპანიას აანონსებს

ჩვენი შეთავაზება იყო საერთაშორისო პარტნიორების მიმართ, რომ ვეტოს პროცედურა გამოგვეყენებინა პოზიციების შეჯერებისთვის, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა უხეშად დაადო ვეტო კანონს, რითაც ჩაკეტა ყველანაირი სივრცე დისკუსიისთვის

წარმოუდგენელია, ნებისმიერ ცივილიზებულ ქვეყანაში ჩავიდეს ოთხი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, ავიდეს ანტისამთავრობო, ანტისახელისუფლებო მიტინგის ტრიბუნაზე და სიტყვით გამოსვლისას, ადამიანებს მოუწოდოს ხელისუფლების დამხობისკენ