დააკვირდით ამ ხელმოცარულებს, რა კომენტარებს გააკეთებენ 15 დეკემბერს – ზარქუა კანდიდატის სტატუსსა და ოპოზიციაზე

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, აქვს პოზიტიური მოლოდინი, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს.
“დაველოდებით ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას. მაქვს პოზიტიური მოლოდინი, მთლიანად, საქართველოსთან ერთად, რომ ამას ჩვენ დამსახურებულად მივიღებთ. ხელმოცარულები დარჩებიან ისინი, ვინც, მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ იბრძოდნენ და ერთმანეთს ასმენდნენ. ხომ მოვისმინეთ, როგორ იყვნენ წინააღმდეგნი, რომ კანდიდატის სტატუსი მოეპოვებინა საქართველოს ჩვენი მმართველობის პერიოდში. ჰოდა, დააკვირდით ამ ხელმოცარულებს, რა კომენტარებს გააკეთებენ 15 დეკემბერს. განსაკუთრებით, სალომე სამადაშვილს. კიდევ არიან ხელმოცარულები… მათი სახეები, გთხოვთ, მანახოთ 15 დეკემბერს,” – აცხადებს ირაკლი ზარქუა.

ასევე დაგაინტერესებთ

შაკო ჩაჩანიძე: ნაცებმა, „იმედზე“ ახალი ფორმატის დებატების შინაარსს რომ ვერაფერი დაუწუნეს, განათლების „ექსპერტმა“ სიკო ჯანაშიამ მინისტრს მომაკვდინებელი ბრალდება წარუდგინა – აქაოდა სიტყვა „მაქსიმალური“ ბევრჯერ თქვაო

თამარ იოსელიანი: ევროპიდან დანახული საქართველო აღარ არის ცალკეული ინფრასტრუქტურები, ეს არ არის ცალკე პორტი, რკინიგზა და გზა, ეს არის ერთიანი სატრანპორტო ჯაჭვი და ქსელი, რომელიც აკავშირებს ევროპას ცენტრალურ აზიასთან