დააკავეს 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ – შსს – Netgazeti

პოლიციამ დააკავა 7 პირი, რომლებიც რუსეთის მოქალაქეების ბინაში მოტყუებით შევიდნენ და ფულს სძალავდნენ.
უწყების ცნობით, დაკავებულები რუსეთის მოქალაქეების საცხოვრებელ ბინასთან გვიან ღამით მივიდნენ და მოატყუეს, თითქოს გაზის გაჟონვის შესამოწმებლად იყვნენ მისულები. ცივი იარაღითა და მოკვლის მუქარით თავდაპირველად 2000 დოლარი, მობილურები და ლეპტოპები წაართვეს. ამის შემდეგ ფიზიკრუად გაუსწორდნენ და სთხოვდნენ დამატებით 30 000 დოლარს. შსს-ის ინფორმაციით, რამდენიმესაათიანი მუქარისა და ძალადობის შემდეგ, ბრალდებულებმა რუსეთის მოქალაქეები მანქანებში ჩასვეს და მარნეულისკენ წაიყვანეს.
შსს-ს ცნობით, დაკავებული 7 პირის გარდა დანაშაულში სხვებიც მონაწილეობდნენ. პოლიცია მათი ვინაობის დადგენას ცდილობს.
საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე და 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ორი ან მეტი პირის მიმართ, ანგარებით, სიცოცხლისთვის ან ჯანმრთელობისათვის საშიშ ძალადობას, მძევლად ხელში ჩაგდებასა და დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, ჯგუფურად, ბინაში უკანონო შეღწევით განხორციელებულ ყაჩაღობას გულისხმობს.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე ზურაბიშვილი – ახლად ჩამოსული დიპლომატები ხედავენ, თუ როგორ ექცევა ხელისუფლება მათ, ვინც პროტესტი გამოხატა, რის გამოც ცდილობენ, მოერგონ სიტუაციას და ფრთხილად იმოქმედონ – მოსახლეობას სჭირდება დაინახოს, რომ ქვეყანაში მტკიცე, ევროპული ხმა ისმის

ზენონ იარაჯული: უთანასწორო ომში მყოფი ხალხი გვეუბნება, რომ ჩვენი ტკივილი ახსოვთ. აი, ის, რაც მეგობრობაზე მეტია: ძმობა, რომელიც ეროვნულ საზღვრებს სცდება და ჭირში ერთმანეთის დახმარებით მტკიცდება