ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

დააკავეს საბავშვო ბაღის აღმზრდელი, რომელსაც 2 წლის ბავშვზე ძალადობაში ედება ბრალი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, წინასწარი შეცნობით, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ძალადობის ბრალდებით დააკავეს ბრიტანულ-ქართული საბავშვო ბაღის ყოფილი აღმზრდელი.
გამოძიების ცნობით, დაკავებულმა ქალმა მცირეწლოვან აღსაზრდელზე ფიზიკურად იძალადა.
მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველების მიერ ამოღებულია  სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, რითაც ბრალდებულის დანაშაულებრივი ქმედება დასტურდება.
ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, პოლიციამ დანაშაულის ჩამდენი პირი ბრალდებულის სახით დააკავა.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პირველი პრიმა ნაწილით მიმდინარეობს.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.