„გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი“ - ვაჟა სირაძის განცხადება
„გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი“ - ვაჟა სირაძის განცხადება
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი, ვაჟა სირაძე გუშინდელ აქციაზე მომხდარ ამბებს ეხმაურება და ამბობს, რომ დიდი ზიანი და საფრთხე მოდიოდა საზოგადოების მხრიდან.
"ხშირ შემთხვევაში, მეც მიწევს ხოლმე ნიღბის გაკეთება. გუშინ არაერთი ფაქტი იყო აქციის მონაწილეების მხრიდან, როდესაც გაუშვეს გარკვეული სახის გაზი, კონკრეტული ფაქტები მაქვს, ასევე უშუალოდ ჩემს თანამშრომელს მიასხეს წიწაკის სპრეი, გამოვიყენეთ ჩვენი უფლებამოსილება და დაკავებულია რამდენიმე პირი. ყველაფერი საჯაროვდება. აკრძალული არ არის ნიღბის გაკეთება." - განაცხადა მან და ასე უპასუხა ჟურნალისტები კითხვას თუ რატომ ეკეთათ ნიღბები პოლიციელებს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.