არქივი17 აგვისტო 2026, 16:46
გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა

გურჯაანში უბედურ შემთხვევას 60 წლის კაცი ემსხვერპლა. ფაქტი ე.წ. ობელისკების ტერიტორიაზე მოხდა, სადაც მამაკაცი ათწლეულების წინ გაუქმებულ, მიწისქვეშა წყლის ძველ სათავსოში ჩავარდა.
თვითმხილველების თქმით, ბეტონის საფარი ამორტიზებული იყო, სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩატყდა.მომხდარი ტრაგედიის გამო, ადგილობრივები შესაბამის უწყებებს მიმართავენ და პასუხისმგებლობას აკისრებენ.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 აგვისტო 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.