ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც, არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი

იმერეთში გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელიც, არსებული ცნობებით, 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი

იმერეთში 67 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი 11 წლის გოგოს სექსუალურ შევიწროებაში იყო ეჭვმიტანილი.

გავრცელებული ცნობით, კაცი არასრულწლოვანს ურეკავდა, რის შესახებაც ბავშვმა მშობლებს შეატყობინა და მტკიცებულებები შინაგან საქმეთა სამინისტროს მიაწოდეს.

არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 აგვისტო, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.