გურიის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრა გაიმართა

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ურუშაძე, პარლამენტის ვიცე-სპიკერი არჩილ თალაკვაძე და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელი პირები სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
,,შეხვედრა გავმართეთ გურიის რეგიონის სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან, სადაც ვისაუბრეთ იმ პრიორიტეტებზე, რომელიც აქვს სამინისტროს, ასევე გამოწვევებზე, რაც დგას სამედიცინო საზოგადოების წინაშე.
ხაზი გაესვა სამინისტროს დამოკიდებულებასა და ხედვას საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს როგორც სამედიცინო სერვისის მიწოდებას, ასევე სამედიცინო პერსონალის სამუშაო პირობებს“ – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ჩიხელიძე ირაკლი აბესაძის განცხადებაზე: თურმე თბილისში მეტროს არსებობა და საცობები 2-მილიარდიანი ინვესტიციის ცუდ ამბად ქცევისთვის საკმარისი მიზეზია, მაშინ, როცა რეალობა ახალი სამუშაო ადგილები და საერთაშორისო ბრენდის შემოსვლაა

ერიკ ტრამპი: ბატონ პრემიერ-მინისტრს ძალიან დიდი მადლობა გულთბილი სიტყვებისთვის და დიდი მადლობა ეკონომიკის მინისტრს, თქვენ მართლაც წარმოუდგენლად დიდ საქმეს აკეთებთ, იმიტომ, რომ ეკონომიკური შედეგები ყველაფერზე თავისთავად მეტყველებს