ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში გურიის რეგიონის ახალგაზრდებთან და სპორტსმენებთან შეხვედრა გაიმართა

პარტია „ქართული ოცნების“ გურიის დელეგატი ვასილ ჩიგოგიძე, ოზურგეთში პარლამენტარებთან - არჩილ თალაკვაძესთან, ნინო წილოსანთან, მარიამ ლაშხთან, ოლიმპიურ ჩემპიონებთან - ლაშა ტალახაძესთან და გენო პეტრიაშვილთან ერთად, გურიის რეგიონის ახალგაზრდებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.
ამავე ინფორმაციით, შეხვედრაზე დელეგატმა ისაუბრა ოზურგეთში დასრულებულ და მიმდინარე ინფრასტრუქტრულ პროექტებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზე.
„ჩვენს ოლიმპიურ ჩემპიონებთან ერთად, რომლებიც „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის ოცეულში არიან ვისაუბრეთ საპარლამენტო არჩევნებში გამარჯვებაზე, განათლებისა და სპორტის მიმართულებით მიმდინარე პროგრამებსა და დაგეგმილ პროექტებზე. 26 ოქტომბერს ერთად ვიზეიმებთ ღირსეულ გამარჯვებას!“ , - განაცხადა ვასილ ჩიგოგიძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 ოქტომბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.