ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადება

გურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადება

გურია პირველი „გემო ფესტის“ მასპინძლობისთვის ემზადება. გასტრონომიული ფესტივალი 23-24 აგვისტოს, ოზურგეთში, შეკვეთილის მუსიკოსთა პარკში გაიმართება.
მოსამზადებელ სამუშაოებს გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ღურჯუმელიძე, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ მაია ომიაძესთან და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერთან ავთანდილ თალაკვაძესთან ერთად გაეცნო.
„გემო ფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, აღმოაჩინონ გურული სამზარეულოს ტრადიციული და ნაკლებად ცნობილი, იშვიათი კერძები. ასევე, წარმოდგენილი იქნება გურიაში წარმოებული ღვინო, ჩაი და სხვა ადგილობრივი პროდუქცია. მოეწყობა საბავშვო სივრცე, აგრო ზონა, სამეწარმეო და ღვინის მარკეტი.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.