გურია ნიუსის ინფორმაციით, ჩოხატაურში პოლიციის უფროსის მოადგილეს სცემეს – შსს ფაქტს უარყოფს. გამოცემა წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ შემთხვევა “ამბაკოს დუქანში”, ღამის საათებში მოხდა.
“ბიჭები ქეიფობდნენ, სადაც შელაპარაკება მომხდარა და პოლიციელები ჩარეულან. რა დროსაც ერთ-ერთი მათგანისთვის დაურტყამთ” – ციტირებს გამოცემა წყაროს.
მათივე ინფორმაციით, შსს-ში ფაქტს უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციელები პატრულირებისას ნასვამი ადამიანების ჩხუბს შეესწრნენ, რა დროსაც ორმა პირმა სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა მიაყენა.
“პოლიციელები პატრულირებისას შეესწრნენ ნასვამი ადამიანების ჩხუბს. სიტუაციის განმუხტვისას ორმა ნასვამმა მამაკაცმა სამართალდამცველებს გაუწია წინააღმდეგობა და შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციამ 2 პირი ცხელ კვალზე დააკავა – სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის შესაბამისად” | ამბობენ შსს-ში.