გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს

გურიაში 9 აპრილს დაღუპულებს პატივი მიაგეს
გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპული ოზურგეთელი ნინო თოიძისა და ჩოხატაურელი ნატო გიორგაძის საფლავები ყვავილებით შეამკო და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
,,საქართველოს უახლეს ისტორიაში 1989 წლის 9 აპრილი ერთ – ერთი ყველაზე ტრაგიკული და მძიმე დღეა. 21 ქართველის სიცოცხლე შეეწირა ამ უთანასწორო ბრძოლას, მათ შორის იყვნენ ჩოხატაურელი ნატო გიორგაძე და ოზურგეთელი ნინო თოიძე. ეს დღე ჩვენს მეხსიერებაში დარჩება როგორც თავისუფლებისთვის და ქვეყნის სიყვარულისთვის ბრძოლის სიმბოლო. მინდა თითოეულ გარდაცვლილს მადლობა გადავუხადო თავისუფლებისთვის”, – აღნიშნა სახელმწიფო რწმუნებულმა.
Next: პარტიებად წოდებული ადამიანები, რომლებიც მხოლოდ დესტრუქციაზე არიან გადასული, ნამდვილად ვერ იქნებიან პოლიტიკოსები, ამიტომ, თუ ამ ექსტრემისტების ჯგუფს მეტი ნაწილი გამოაკლდება, ქვეყანა უფრო დამშვიდდება

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა