ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავი აღინიშნა

გურიის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ღურჯუმელიძემ ფაშიზმზე გამარჯვების 81-ე წლისთავთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო.
სახელმწიფო რწმუნებული მემორიალთან მოადგილეებთან და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
გიორგი ღურჯუმელიძე გურიის რეგიონში მცხოვრებ ვეტერანებს, გალაქტიონ ჩხიკვაძესა და შოთა გოგატაძეს სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე მიულოცა.
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 2000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 1000 ლარს მიიღებენ.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 9 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.