გურიაში, პიტბულის მიერ დაკბენილ ბავშვს, შესაძლოა, ოპერაცია დასჭირდეს

ოზურგეთის სოფელ მერიაში პიტბულის ჯიშის ძაღლმა ორი მცირეწლოვანი, 5 და 2 წლის ძმები დაკბინა. ბავშვები ამ დროს დედასთან ერთად იყვნენ. სანამ დედა, მეზობლის დახმარებიით ცდილობდა უფროსი შვილი საავადმყოფში გადაეყვანა, ძაღლმა, კისრის და თავის არეში, მეორე ბავშვსაც უკბინა.
“გურია ნიუსის” ცნობით, ბავშვი რეანომობილით თბილისში წამოიყვანეს.
როგორც ბავშვის მამამ გვითხრა, სავარაუდოდ, მის შვილს ოპერაცია დასჭირდება.
ადგილობრივების მონათხრობით, ძაღლი სოფელში რამდენიმე დღის წინ შეამჩნიეს. მედიასთან საუბარში ხალხი ამბობს, რომ მიუსაფარი ცხოველების პრობლემა დიდი ხანია არსებობს მთელ მუნიციპალიტეტში და მის მოგვარებასაც კარგა ხანია სთხოვენ შესაბამის სამსახურს.
ოზურგეთის ცხოველთა პოპულაციის ცენტრმა სოციალური ქსელით განცხადება გაავრცელა და დაწერა, რომ პიტბული ახლა მათთან, თავშესაფარშია დაკვირვების ქვეშ.
ცენტის ცნობით, ძაღლი ეზოში აიყვანეს, თუმცა ოჯახის განცხადებით, ის უპატრონოა.
„ეს არ გავს ქუჩაში დაბადებულ და გაზრდილ ძაღლს. სავარაუდოდ, ის ან ახალ გადმოსმულია ან არასათანადო პირობებში იზრდებოდა“, – წერია ცენტრის განცხადებაში, რომელსაც თან ერთის პიტბულის ფოტოც.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კირცხალია – ბატონი ბიძინა ივანიშვილი ყოველთვის რამდენიმე ნაბიჯით უსწრებს ბინძურ სცენარებს, რომელიც დაიწერა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ – ეს არის ადამიანი, რომლის სახელს უკავშირდება უახლეს ისტორიაში 14-წლიანი უწყვეტი მშვიდობა

კახა კახიშვილი – აპირებენ ჯარიმების შემცირებას, რაც ძალიან კარგია, არასდროსაა ცუდი, როდესაც აღიარებ შეცდომას – სანამ კანონპროექტს მოამზადებდნენ, უნდა გადაეშალათ კრიმინოლოგიის წიგნი და „ანი-ბანი“ შეესწავლათ