ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას

გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ცნობილი კომპოზიტორის ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ გამოჩენილი კომპოზიტორის – ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. ბატონი ვაჟას მრავალმხრივმა შემოქმედებამ, მაღალი პროფესიონალიზმითა და განუმეორებელი ხელწერით გამორჩეულმა სიმფონიურმა, საესტრადო თუ კამერულმა მუსიკამ მსმენელთა არაერთი თაობის სიყვარული დაიმსახურა და განსაკუთრებული ადგილი დაიკავა ქართულ მუსიკალურ საგანძურში.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ბატონი ვაჟას ოჯახის წევრებს, ახლობლებს, მთლიანად ქართულ საზოგადოებას“, – აღნიშნულია წერილში.
ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი და პედაგოგი ვაჟა აზარაშვილი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

არქივის შესახებპირველწყარო: mpn.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.