ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი - ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს მისი გარდაცვალების გამო სამძიმარს უცხადებს.
როგორც პარლამენტის თავმჯდომარე აღნიშნავს, ვაჟა აზარაშვილი მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი.
,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ საქართველოს სახალხო არტისტის და ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, ვაჟა აზარაშვილის გარდაცვალების გამო. მის მიერ შექმნილი უკვდავი კომპოზიციების წყალობით, ბატონი ვაჟა მარად დარჩება საქართველოს მომავალი თაობების მეხსიერებაში, როგორც დიდი მოღვაწე და შემოქმედი.
გულწრფელად ვუსამძიმრებ ამ მძიმე დანაკლისს, გამორჩეული კომპოზიტორის და პედაგოგის ვაჟა აზარაშვილის ოჯახის წევრებს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს”, - წერს შალვა პაპუაშვილი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.