ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გულწრფელად, დე ლაურენტისზე ამას ვფიქრობ" - რა თქვა ფედელემ

"ნაპოლის" ქომაგმა და ფაბიო კანავაროს ყოფილმა აგენტმა ენრიკო ფედელემ L'Infedele-სთან ინტერვიუში "პარტენოპეის" შესახებ ისაუბრა.
ფედელეს თქმით, ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტს ფეხბურთი კარგად არ ესმის და მიმდინარე სეზონში "ნაპოლის" 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება.
"ჩემი სურვილის საპირისპირო მოსაზრება უნდა დავაფიქსირო, "ნაპოლის" 4-ეულში მოხვედრა გაუჭირდება. ამას ვამბობ, როგორც "ლურჯების" გულშემატკივარი. დე ლაურენტისმა გუნდის გაძლიერებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს, კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე გვერდზე გაიწიოს, ლაპარაკს თავი დაანებოს და გადაწყვეტილება მიანდოს ისეთ ხალხს, რომლებსაც ფეხბურთი კარგად ესმით", - განაცხადა ფედელემ.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 10 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.