გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც – ლომჯარია სპორტსმენებს

„საქართველოს ევროპული ორბიტის“ აღმასრულებელი დირექტორი, ნინო ლომჯარია ქართველ სპორტსმენებს მიმართავს:
“გულშემატკივარი უნდა გიყვარდეთ და გესმოდეთ მათი არა მხოლოდ ტრიბუნაზე, არამედ ციხეშიც, არა მხოლოდ გალაღებული, არამედ ნაცემიც და უსამართლოდ დაჩაგრულიც. ვინაიდან მხოლოდ ასეთ ერთობას შეუძლია მოუტანოს წარმატება სპორტსაც და ქვეყანასაც!“ – აცხადებს ნინო ლომჯარია.
შეგახსენებთ, რომ გუშინდელ მატჩში საქართველოს ნაკრები უკრაინასთან 79:92 დამარცხდა. ეს შეხვედრა გიორგი შერმადინისთვის სანაკრებო კარიერის ბოლო იყო, ხოლო მატჩის შემდეგ კობახიძისადმი მისმა მადლობამ დარბაზში სტვენა და უკმაყოფილება გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

საია – მივიჩნევთ, რომ თორნიკე რაზმაძის მიმართ, „ფეისბუქ“ კომენტარის გამო ადმინისტრაციული საქმის დაწყება ცენზურის პრეცედენტია – მოვუწოდებთ შსს-ს, შეწყვიტოს წარმოება და თავი შეიკავოს კრიტიკული გამოხატვის კონტროლისა და დასჯისაგან

არქივი: მარგარიტა სიმონიანი: საქართველოს აღარავინ მოეფერება და იქ ჯარების გაგზავნასაც აღარავინ დაიწყებს. უბრალოდ პირდაპირ თბილისს დაარტყამენ, ისე რომ დიდად არც გაარჩევენ, ვის ან რას ურტყამენ. თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ…