ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში არა მხოლოდ ბანკი, არამედ სისტემა დაამარცხა – სიმართლემ ისევ გაიმარჯვა

ბიძინა ივანიშვილმა ლონდონის სასამართლოში არა მხოლოდ ბანკი, არამედ სისტემა დაამარცხა – სიმართლემ ისევ გაიმარჯვა
ლონდონის უზენაესმა სასამართლომ 68-გვერდიანი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დაადასტურა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-თან დავაში გამარჯვება მოიპოვა. როგორც უკვე არაერთხელ დამტკიცდა, იქ, სადაც სამართლებრივი არგუმენტებია გადამწყვეტი, ივანიშვილი ყოველთვის იმარჯვებს, ასე იყო წინა ორ შემთხვევაშიც – წერს ექსპერტი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში. როგორც ჩიხელიძე აღნიშნავს, ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სამართლებრივი არგუმენტები და კანონის დაცვა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ამარცხებს ნებისმიერი პოლიტიკურ, ფინანსურ თუ გარე ზეწოლას.
„ პრეცედენტულია, ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, ბიძინა ივანიშვილმა, არა კონკრეტულ ფინანსურ ინსტიტუტზე არამედ სისტემაზე გაიმარჯვა, რადგან სიმართლე მის მხარეს იყო! ლონდონის უზენაესმა სასამართლომ თავისი 68-გვერდიანი გადაწყვეტილებით საბოლოოდ დადასტურდა, რომ ბიძინა ივანიშვილმა Credit Suisse-სთან დავაში გამარჯვება მოიპოვა. როგორც რამდენიმე დღის წინ დავწერე, უკვე დამკვიდრებული პრაქტიკაა, რომ იქ, სადაც მთავარი სამართლებრივი არგუმენტებია, ყოველთვის იმარჯვებს (ასე იყო წინა ორ შემთხვევაში) – მას შეუძლია დაამარცხოს ნებისმიერ ფორმალური თუ პოლიტიკურად მოტივირებული წინააღმდეგობა.
ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ნებისმიერი ძალისხმევა, რომელიც მის წინააღმდეგ პოლიტიკურ ან ფინანსურ ზეწოლას მოასწავებს, უშედეგოა. როგორც უცხოელმა, ასევე ადგილობრივი აქტორებმა უნდა გაიაზრონ – ივანიშვილთან ბრძოლას აზრი არ აქვს, რადგან მის მხარეს ყოველთვის სიმართლეა. სიმართლე კი იმდენად დიდია, რომ ყოველთვის იმარჯვებს. ლონდონის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სამართლებრივი არგუმენტები და კანონის დაცვა არის ის მტკიცე საფუძველი, რომელიც ამარცხებს ნებისმიერი პოლიტიკურ, ფინანსურ თუ გარე ზეწოლას. მიუხედავად სასამართლოს გადაწყვეტილებისა, მოლოდინი, რომ თანხა ბიძინა ივანიშვილს დაუბრუნდება, საკმაოდ მცირეა, რადგან ის (თანხა) დიფ სტეიტის ხელში რჩება. თანხის დაბრუნების, არ დაბრუნების მიუხედავად, ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია, რადგან დადასტურდა, რომ სამართლებრივად აბსოლუტურად მართალია, მიუხედავად წარმოუდგენელი ზეწოლისა, ის საკუთარი ქვეყნის ერთგულად რჩება და ემსახურება საქართველოს ინტერესებს.“ – წერს ჩიხელიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – როდესაც ჩვენ ვაკვირდებით, რა მასშტაბის უკუსვლა აქვს ევროკავშირის ამა თუ იმ ქვეყანას და ამ შემთხვევაში დანიას ადამიანის უფლებების კუთხით, კერძოდ, შეკრების თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით, ეს მართლაც შემაშფოთებელია

ირაკლი კობახიძე – ხანგრძლივი პაუზის შემდეგ 26 მაისს პირველი სამგზავრო მატარებელი შემოვა აზერბაიჯანიდან საქართველოში, მადლობას ვუხდი აზერბაიჯანულ მხარეს, რომელმაც საქართველოსთან სარკინიგზო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენის გადაწყვეტილება მიიღო

ირაკლი კობახიძე – ევროპული ბიუროკრატიის დამოკიდებულება მედიის თავისუფლების მიმართ და ამ შემთხვევაში კონკრეტული თავისუფალი მედიასაშუალებების მიმართ, არის ლუსტრაცია იმისა, თუ რა მდგომარეობამდეა მისული ევროპული ბიუროკრატია, მათთვის ფასეულობებს აღარ აქვს მნიშვნელობა

ლოგიკურია, რომ ის ევროპარლამენტარი, რომელიც უპირისპირდება საქართველოში მედიის თავისუფლებას, იმავდროულად ითხოვს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც, სააკაშვილი თუ რაიმეთი იყო გამორეული, ერთ-ერთი იყო მედიის თავისუფლების მიმართ უდიერი დამოკიდებულება