სეგუნდა დივიზიონის ოცდამეჩვიდმეტე ტურში „რასინგი“ გასვლაზე „სეუტასთან“ ფრეს დასჯერდა – 0:0.
სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი გულიაშვილმა ორჯერ გაიტანა, მაგრამ ორივეჯერ თამაშის წესების დარღვევა დაფიქსირდა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს – შეფასებები: sofascore 6.3, Flashscore 5.9.
ჩემპიონატის დასრულებამდე 5 ტურით ადრე „რასინგი“ 69 ქულით ლიდერია და 3 მაისს „უესკას“ უმასპინძლებს. მეორე ადგილზე 67 ქულით „ალმერიაა“, მესამეზე 65 ქულით „დეპორტივო“, მეოთხეზე კი 64 ქულით „კასტელონი“. ლა ლიგაში პირდაპირ ორი საუკეთესო გუნდი გადადის.
სეუტა. „მუნისიპალ ალფონსო მურუბე“
სეუტა – რასინგი 0:0