არქივი27 მაისი, 2026, 23:21
გულიაშვილს ოპერაცია მადრიდში წარმატებით ჩაუტარდა
„რასინგის“ საიტის ცნობით, თავდამსხმელ გიორგი გულიაშვილს კოჭ-წვივზე ოპერაცია მადრიდში წარმატებით ჩაუტარდა.
გულიაშვილი ვარჯიშის დაწყებას სეზონის დაწყებამდე მოახერხებს.
გულიაშვილმა ტრავმა სეგუნდა დივიზიონის მეორმოცე ტურში, „ვალიადოლიდთან“ საშინაო მატჩის 23-ე წუთზე მიიღო. მან ჩემპიონატის 17 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა გააკეთა, აპრილში კი გუნდის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.
ასე რომ, მომავალ სეზონში გიორგის გოლებს ლა ლიგაში უნდა ველოდოთ.
არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მაისი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.