გულიაშვილი აპრილში “რასინგის” საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

აპრილში „რასინგის“ საუკეთესო ფეხბურთელად თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი აღიარეს.
„გულიაშვილი თვის საუკეთესო მოთამაშე ოთხ თანაგუნდელთან ბრძიოლაში გახდა. ეს გატანილი 4 გოლით სავსებით დაიმსახურა. გილოცავთ, „გული“, – წერს კლუბი სოციალური ქსელით.
გულიაშვილი სანტანდერულ გუნდს ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმარა. ის ტრავმის გამო ბოლო 2 მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებს.