ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან ერთი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული, ხოლო ორის მდგომარეობა სტაბილურია

დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის განცხადებით, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაშავებული სამი პირიდან, 59 წლის მამაკაცის მდგომარეობა მძიმეა, ხოლო ორი მათგანის სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება.
მისივე თქმით, მათ აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს.
„სამი მამაკაცია დაზიანებული. აფეთქების შედეგად სხვადასხვა სახის ტრავმები მიიღეს. ერთი მათგანი 59 წლის მამაკაცი არის მოთავსებული რეანიმაციის განყოფილებაში. დაზიანებული დამწვრობა არის აქ: თავი, გულმკერდის წინა და უკანა ზედაპირი, ორივე ზემო კიდური. ამას ემატება სასუნთქი გზების თერმული-ინჰალაციური დაზიანება და ბაროტრავმა, რაც აფეთქებამ გამოიწვია. მამაკაცი ქირურგიულ განყოფილებაშია მოთავსებული - 30 და 39 წლის მამაკაცები, შესაბამისად, 12% და 9%-ით დაზიანებული, დამწვარი აქვთ სახე, მტევანი და ზემო კიდურები. მათი მდგომარეობა სტაბილურია. მათ ჯანმრთელობას და სიცოცხლეს საფრთხე ამ ეტაპზე არ ემუქრება“,- განაცხადა ქაშიბაძემ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.