არქივი11 დეკემბერი, 2024, 07:54
გუბერნატორი - რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა

რუსეთის ქალაქ ტაგანროგზე ღამით სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა, დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა ადგილზე, - ინფორმაციას რუსული მედია როსტოვის ოლქის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელზე, იური სლიუსარზე დაყრდნობით ავრცელებს.
„წუხელ ტაგანროგზე სარაკეტო თავდასხმა განხორციელდა. დაზიანდა სამრეწველო საწარმო, დაიწვა 14 მანქანა, წინასწარი მონაცემებით, არავინ დაშავებულა“, - აღნიშნა გუბერნატორმა.
მისი ინფორმაციით, თავდასხმისგან გამოწვეული ზარალის ოდენობა ზუსტდება.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.