გრიგორი კარასინი – საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო – ბევრი საკითხი განვიხილეთ, თუმცა ყველაფრის შეთანხმება არ მომხდარა

საუდის არაბეთში აშშ-თან გამართული მოლაპარაკებები მარტივი არ ყოფილა, მაგრამ ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იყო, – ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საკითხთა კომიტეტის ხელმძღვანელმა და რუსეთის დელეგაციის ერთ-ერთმა წევრმა, გრიგორი კარასინმა განაცხადა.
„ყველაფერი იქნა განხილული, ეს ვრცელი დიალოგი იყო, მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენთვის და ამერიკელებისთვის სასარგებლო იყო. ბევრი საკითხი იქნა განხილული. რა თქმა უნდა, ყველაფერი არ გადაწყვეტილა, ყველაფერის შესახებ შეთანხმება არ მომხდარა, მაგრამ ის, რომ მსგავსი საუბარი შედგა, ვფიქრობ, დროულია, ახალი ადმინისტრაციისა და ახალი პოლიტიკოსების გათვალისწინებით, რომლებიც ექსპერტთა ჯგუფების შეხვედრაზე იმყოფებოდნენ“, – განაცხადა კარასინმა.
მისი თქმით, რუსეთსა და აშშ-ს შორის მოლაპარაკებები საერთაშორისო საზოგადოების მონაწილეობით, მათ შორის, გაერო-ს ფარგლებში გაგრძელდება.
„ჩვენ ამის გაკეთებას გავაგრძელებთ, საერთაშორისო თანამეგობრობის, უპირველეს ყოვლისა, გაერო-ს და ცალკეული ქვეყნების ჩართულობით. ზოგადად, შთაბეჭდილება დარჩა, რომ მსგავსი კონსტრუქციული დიალოგი საჭირო და აუცილებელია. ამით ამერიკელებიც არიან დაინტერესებულები“, – აღნიშნა კარასინმა.
შეგახსენებთ, გუშინ საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა გაიმართა, რომელიც 12 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის შედეგების შესახებ მხარეები ერთობლივ განცხადებას დღეს, 25 მარტს გამოაქვეყნებენ.
ამასთან, დღეს საუდის არაბეთში აშშ-ისა და უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი გაიმართება. შეხვედრაზე მხარეები ენერგეტიკულ ობიექტებსა და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმების შეჩერების, ასევე შავ ზღვაში ცეცხლის შეწყვეტის საკითხს განიხილავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს