რუსული მედია – საუდის არაბეთში აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა – მხარეები ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ

საუდის არაბეთში, აშშ-ისა და რუსეთის დელეგაციების შეხვედრა დასრულდა, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
„რია ნოვოსტის“ ცნობით, საუდის არაბეთის დედაქალაქ ერ-რიადში ამერიკულ და რუსულ მხარეებს შორის მოლაპარაკებები 12 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა.
გამოცემა წერს, რომ მხარეები შეხვედრის შედეგების შესახებ ერთობლივ განცხადებას 25 მარტს გამოაქვეყნებენ.
შეგახსენებთ, საუდის არაბეთში გამართულ შეხვედრაზე მოსკოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი და უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის დირექტორის მრჩეველი, სერგეი ბესედა, ხოლო ვაშინგტონს თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს უფროსი დირექტორი, ენდრიუ პიკი და სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი, მაიკლ ენტონი წარმოადგენდნენ.
მანამდე კრემლში განაცხადეს, შეხვედრის განხილვის ერთ-ერთი მთავარი თემა შავი ზღვის ინიციატივის, კერძოდ გემების უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხი იყო.

ასევე დაგაინტერესებთ

ქეთი მოლაშვილი: ძვირფასო ანდრო (მახათაძე), აგვისტოს დღეები, მძიმეა ქართველებისთვის. 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში, დაიღუპა: 170 ჯარისკაცი; 14 პოლიციელი და 228 სამოქალაქო პირი. 150 000 ადამიანი, დევნილად იქცა, 20 000 ადამიანი კი საკუთარ სახლში ვეღარ დაბრუნდა

ვიკა ფილფანი – გამოძიება ირაკლი კობახიძის მიმართაც უნდა დაიწყოს – მან 2008 წლის ომის დაწყება ქართულ მხარეს დააბრალა, რაც ოკუპანტმა მხარემ გამოიყენა და პასუხს მთლიანად სახელმწიფოს სთხოვს