ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გრიგოლ გეგელია - რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

გრიგოლ გეგელია - რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები

ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე, - ამის შესახებ „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა.
„ჩვენი მოსაზრება იყო და არის ის, რომ ამ რეჟიმს მოუწევს ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩანიშვნა. ორი აზრი ამასთან დაკავშირებით არ გაგვაჩნია. იმ სიტუაციაში, რაც ქვეყანაშია, ცალსახაა, რომ რეჟიმს მოუწევს ჩანიშნოს ახალი საპარლამენტო არჩევნები. როდის იქნება ადგილობრივი არჩევნები, იმავე დღეს, თუ 2 კვირაში, 3 თვეში, მეორე საკითხია. ახლა, ამ პოლიტიკურ ვითარებაში, რაც ამ ქვეყანაში ძირეულად შეცვლის ამბებს, არის ახალი საპარლამენტო არჩევნები. ეს არჩევნები იქნება ძალიან მალე“,-აღნიშნა გეგელიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.