გრიგოლ გეგელია – ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა

ევროპარლამენტის რეზოლუცია მკაფიოდ ამბობს, რომ ივანიშვილის რეჟიმს ვერაფერი მიანიჭებს ლეგიტიმაციას, გარდა ახალი საპარლამენტო არჩევნებისა, – ამის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
მისი თქმით, „სრულ საერთაშორისო იზოლაციაში მყოფ რეჟიმს აღარ აქვს ლეგიტიმაციის მოპოვების არავითარი საშუალება“ – მათ შორის არც ადგილობრივი არჩევნების გამოყენებით.
„ეს იყო და არის ელემენტარული საღი აზრი.
რაც ეხება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, ევროპარლამენტის განაცხადია, რომ ეს წარმოადგენს ერთით მეტ საშუალებას, რომლის გამოყენებით ქართულმა საზოგადოებამ შესაძლოა აჩვენოს დემოკრატიული კონსოლიდაცია ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.
ევროპარლამენტი მკაფიოდ და ყოველგვარი პირობითობის გარეშე მოუწოდებს ოპოზიციას, რომ გამოიყენოს ეს ინსტრუმენტი. იქვე, პარალელურად ევროპარლამენტი მოუწოდებს მთავრობას, არჩევნები ჩაატაროს გაუმჯობესებულ გარემოში. ეს არის ორი პარალელური მოწოდება, ყოველგვარი პირობითობის გარეშე.
ეს არის ჩვენი მეგობრების პირდაპირი და ნათელი გზავნილი, თუმცა ამის მიუხედავად, და ამ დოკუმენტის გავრცელებამდე, ჩვენ ისედაც მოვუწოდებდით ყველა კოლეგას საერთო მსჯელობისკენ – რაც არის ევროპის მოწოდებაც. დღეს როგორც არასდროს, ერთიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია”, – აღნიშნავს გეგელია.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ ბოლოკაძე: მაშინ, როცა ქოცები ევროკავშირს მეორე საბჭოთა კავშირს, დიფ სთეითს, მტრებს და ქართველობის წამრთმევებს ეძახიან, ჩვენი მეზობლები ყოველდღიურად ამტკიცებენ საპირისპიროს. ვითარდებიან, რუსული მარწუხებისგან თავისუფლდებიან და დემოკრატიული ინსტიტუტების ნაწილი ხდებიან

თეიმურაზ პაპასქირი – ოპოზიციის ციხეში ჩასმა ივანიშვილს სავაჭროდ უნდა, ფსონს წევს, ეს ისწავლა საკუთარი პატრონისგან, მოსკოვისგან – „საბოტაჟის საქმე“ ცრუ მოწმეებითაა სავსე და როცა ხელისუფლება შეიცვლება, ყველა პასუხს აგებს, პროკურორიც და მოსამართლეც